ელჩების პოზიცია, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, იყო სამარცხვინო. საერთოდ ხმას არ იღებენ იმაზე, თუ რა მძიმე პროცესებია საქართველოში, - ამის შესახებ ევროოპტიმისტების წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, ზოგიერთი ელჩი ქვეყნის ინტერესებზე წინ საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს აყენებს.
„ელჩების პოზიცია, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, იყო სამარცხვინო. საერთოდ ხმას არ იღებენ იმაზე, თუ რა მძიმე პროცესებია საქართველოში.
მე ვიზიარებ პრეზიდენტის პოზიციას, რომ მათ აქვს პასუხისმგბელობა, განსაკუთრებით იმ ელჩებს, ვინც ფარავს აშშ-ს, ვინც ფარავს ევროკავშირს. ანუ საკუთარი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე უყურებენ ქვეყნის ინტერესებს. ოქტომბერში უნდა დამარცხდეს „ქართული ოცნება“ და ამის შემდეგ გამოიცვალოს დიპლომატიური კორპუსი, ყველა ის ადამიანი, რომელიც ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა, - განაცხადა დეკანოიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ელჩებს მიმართა: „თქვენ ზუსტად იქ ხართ, ამ შუაგულ ევროპაში და იქ ისმენთ ტყუილებს. ტყუილებს იმის შესახებ, რომ ჩვენი ევროპული გზა გრძელდება, ჩვენი პარტნიორების განცხადებების მიუხედავად, თურმე საქართველო 2030 წელს (თუ როდის არ ვიცი) მაინც შეძლებს ევროკავშირში შესვლას“.