პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატზე (F ჯგუფში) მეორე მატჩი გამართეს. შეხვედრა პორტუგალიელების სრული უპირატესობით წარიმართა და ანგარიშით 3:0 დასრულდა.
21-ე წუთზე ბერნანდო სილვას გოლით პორტუგალიის ნაკრები დაწინაურდა 1:0.
28′-ეწუთზე თურქებმა საკუთარ კარში კურიოზული გოლი გაიტანეს (2:0).
56-ე წუთზე ბრუნომ გოლი ცარიელ კარში შეაგდო – 3:0.
პორტუგალიის ნაკრებმა მეორე გამარჯვებასთან ერთად, მერვედფინალის საგზურიც მოიპოვა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
საქართველოს ეროვნული გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 ივნისს პორტუგალიასთან გამართავს.