ჩეხეთთან მატჩის შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პირველ კომენტარი გააკეთა.
მან ქართველ მგულშემატკივრებს მადლობა გადაიხადა და აღნიშნა, რომ "სტადიონზე თავს ისე გრძნობდა, თითქოს, საკუთარ მოედანზე, თამაშობდა".
„დიდი მადლობა გულშემატკივრებს. თითქოს საქართველოში, საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით. რაც შეეხება თამაშს, ახლოს ვიყავით მოგებასთან. ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა ძალიან მაგრად ითამაშა, ბევრჯერ გადაგვარჩინა. მამარდაშვილი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა.
ჩვენც გვქონდა მომენტი, ბოლოს გამოჩნდა, რომ საერთოდ მოგებაც შეგვეძლო. სანამ არის ერთი პროცენტი შანსი, არ აქვს მნიშვნელობა გუნდს, გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ძალიან განვიცადეთ, ახლოს ვიყავით მოგებასთან, მაგრამ ყველა ფეხბურთელს შეიძლება დაემართოს ის, რაც საბას დაემართა. მას ყველა ვამხნევებთ.
უფრო მეტი შემიძლია, კმაყოფილი არასდროს არ ვარ. თუმცა, ვცდილობ შევასრულო ის, რასაც მავალებენ“.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო შეხვედრას 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
sportall.ge