ირანის სასამართლომ ზახრა ბახრამს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. ქალს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. იგი არის როგოც ირანის ასევე ნიდერლანდების მოქალაქე. ზახრა ბახრამი 2009 წლის დეკემბერში ოპოზიციის ანტისახელისუფლებო გამოსვლების დროს დააკავეს. ნიდერლანდის ხელისუფლებამ ზახრა ბახრამის დაპატიმრების შესახებ მისი დაკავებიდან ექვსი თვის შემდეგ გაიგო.
ირანული ოპოზიციური საიტის "HRANA"-s (Human Rights Activists News Agency) ინფორმაციით, ბახრამის საქმის მოსმენა ჯერ კიდევ გასულ კვირას გაიმართა და ირანის სასამართლომ იგი კონტრაბანდისა და ნარკოტიკების გავრცელებაში დამნაშავედ ცნო. განსასჯელის ადვოკატს ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება აუკრძალეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ირანის სასამართლომ ასევე დაჟინებით ურჩია ადვოკატს თავი შეეკავებინა პრესასთან ურთიერთობასთან და მინიმუმამდე შეეზღუდა თეირანში ნიდერლანდების საელჩოსთან კონტაქტი. სასამართლომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება განსასჯელისათვის ქონების კონფისკაციის შესახებ, (სახლი, ავტომობილი და ფინანსური სახსრები).
ნიდერლანდების საელჩო მზადაა სიტუაციაში ჩაერთოს, თუმცა ირანის ხელისუფლება უარს აცხადებს ბახრამის ორმაგი მოქალაქეობის აღიარებაზე. ირანის ისლამური რესპუბლიკის კანინმდებლობით, ირანის ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც აქვს მხოლო ირანის მოქალაქედაა აღიარებული.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ბახრამისათვის წაყენებული ბრალი ყალბია, რადგან მან თავად განაცხადა სასამართლოში, რომ მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და იგი ფიზიკური წამების მსხვერპლი იყო.