დონალდ ტრამპი აშშ-ის ექვს გადამწყვეტ შტატში ჯო ბაიდენს მცირე უპირატესობით უსწრებს.
ამას ადასტურებს ამერიკული უნივერსიტეტის Emerson College-ის ანალიტიკური სამსახურის და გაზეთ The Hill-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
ტრამპს ბაიდენზე უპირატესობა აქვს არიზონაში (ტრამპი- 47%, ბაიდენი -43%), ჯორჯიაში (ტრამპი- 45%, ბაიდენი - 41%), ვისკონსინში (ტრამპი - 47%, ბაიდენი - 44%), ნევადაში (ტრამპი -46%, ბაიდენი -43%), პენსილვანიაში (ტრამპი - 47%, ბაიდენი - 45%) და მიჩიგანი (ტრამპი - 46%, ბაიდენი -45%).
ამასთან, გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ ბრალდებები საქმე არ იმოქმედებს მათ ხმებზე.
გამოკითხვა 13 ივნისიდან 18 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობდა ათასი რეგისტრირებული ამერიკელი ამომრჩეველი თითოეული შტატიდან. ცდომილებამ 3 პროცენტი შეადგინა.