დღეს, 22 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის F ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ჩეხეთს დაუპირისპირდება. ჰამბურგის „ვოლკსპარკშტადიონზე“ შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.
ამ მატჩს გუნდებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს – დამარცხებული პლეი ოფში გასვლის შანსს საგრძნობლად შეიმცირებს.
საქართველოს ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარება ოთარ კიტეიშვილი, რომელიც მონტენეგროს ნაკრებთან მიღებული ტრავმის შემდეგ სრული დატვირთვით ვარჯიშს კვლავ ვერ ახერხებს.