საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჰამბურგში 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეხეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით სანიოლმა განაცხადა, რომ მან შრომა უნდა გააგრძელოს.
“რაც შეეხება ბუდუს, არ მგონია ეს შეკითხვა რელევანტური. მან შრომა უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს. მიქაუტაძე ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ თამაშს აჩვენებს. გუნდში კონკურენციაა და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ოპონენტებს ვაკვირდებით და ჩეხეთის შესახებ ბევრი ვიცით. მათ თამაშებს განვიხილავთ და ყველა სუსტი, თუ ძლიერი მხარე კარგად ვიცით. ყოველთვის ვამბობ, რომ მთავარი ჩვენი შემართებაა და არა მეტოქის თამაში.
თუ ჩვენს ხასიათს გამოვავლენთ, ყველაფერი გამოგვივა. ცვლილებებზე ვერ გიპასუხებთ. ეს შეჯიბრია, ზოგჯერ, ცვლილების გაკეთება და ახალი ენერგიის შემოტანა საჭიროა. მთავარია ეს შანსი კარგად გამოვიყენოთ, რათა შემდგომში უფრო დიდ გუნდებს ვეთამაშოთ. ვფიქრობ, იქნება რაღაც ცვლილებები, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით,
ვფიქრობ, ზოგს ნაკლები შემართება აქვს, ზოგს მეტი. თუ ყოველთვის შედეგზე ფოკუსირდები, ყოველთვის კმაყოფილი ვერ დარჩები. უნდა შეაფასო, რა გააკეთე კარგად და რა ცუდად“, – განაცხადა სანიოლმა.