გელზენკირხენში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის B ჯგუფის შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა იტალია 1:0 დაამარცხა და მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა.
55′ წუთზე შეხვედრაში ესპანეთის ნაკრების გარემარბის, ნიკო უილიამსის აქტიურობის შემდეგ ბურთი ალვარო მორატას მიუვიდა, რასაც რიკარდო კალაფიორის ავტოგოლი მოჰყვა.
მატჩის შემდეგ ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ კომენტარი გააკეთა.
„შედეგით ძალიან ვამაყობ და იმ გზით, რომლითაც შეხვედრა მოვიგეთ. ეს ძალიან რთული ტურნირია, რაც უფრო წინ წავალთ, ჩვენი მეტოქეები უფრო მეტად გაგვიცნობენ. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ თამაში. იტალიის ნაკრებს დიდ პატივს ვცემ, მათ დღეს ბევრი სირთულე შეექმნათ, რადგან კარგად ვითამაშეთ. არასდროს მომბრეზრდება ესპანური ფეხბურთის პოპულარიზაცია, ვფიქრობ, ჩვენ მსოფლიოში საუკეთესოები ვართ. ძალიან კარგად ვიცი, თუ რას წარმოადგენს ეს გუნდი, განსაკუთრებით ახალგაზრდები“, - განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ.
ესპანეთის ნაკრები შემდეგ შეხვედრას 24 ივნისს, ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.
30 ივნისს კი მერვედფინალში A, D, E ან F ჯგუფის მესამეადგილოსან დაუპირისპირდება.
europop