თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება უნდა აღელვებდეს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებს, არამედ ჩინეთსაც.
კირბის თქმით, მოსკოვსა და ფხენიანს შორის შეთანხმება ეწინააღმდეგება ჩინეთის მიდგომებს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შეშფოთებას ჩინეთიც გაიზიარებს, რადგან შეთანხმება, როგორც ჩანს, პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ განცხადებას, რომელიც პუტინმა და სი ძინ პინმა პეკინში ერთი თვის უკან გააკეთეს,“- აღნიშნა კირბიმ.
თეთრი სახლის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეშფოთებულია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებით და თვლის, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებს პატივი უნდა სცეს, შეშფოთებას უნდა გამოთქვამდეს.
შეგახსენებთ, ვლადიმირ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთდახმარების უზრუნველყოფას აგრესიის შემთხვევაში.