დღეს მზრუნველობამოკლებულმა ბავშვებმა გრანდიოზული საშობაო ტორტი დააგემოვნეს, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს.
400-კილოგრამიანი, 5 მეტრის სიგრძის საკონდიტრო ნაწარმი სპეციალურად მათთვის სადაზღვევო კომპანია "არდი ჯგუფმა" და ჰიპერმარკეტმა "გუდვილმა" დაამზადა.
ტკბილეულის ზედაპირი მთლიანად ზღაპრების პერსონაჟებით და საშობაო ელემენტებით იყო გაფორმებული.
საგანგებოდ, დღევანდელი დღისთვის 150 ბავშვი "გუდვილში" წყნეთის, კოჯრის, თბილისის, საგურამოსა და რუსთავის ბავშვთა სახლებიდან მიიყვანეს. მათ განწყობაზე ანიმატორებმა და სანტა კლაუსმა იზრუნეს.