რუმინეთი უკრაინას Patriot-ის ერთ სისტემას გადასცემს. ამის შესახებ რიმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა ანალიზი თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს Patriot -ის ერთი სისტემის გადაცემით უკრაინაში სიტუაცია.
„უკრაინაში სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესების გათვალისწინებით, რუსეთის მუდმივი მასიური თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით ენერგეტიკის წინააღმდეგ, და ამ სიტუაციის შედეგების გათვალისწინებით, რეგიონისთვის, მათ შორის რუმინეთის უსაფრთხოებისთვის, საბჭოს წევრებმა, მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციით, გადაწყვიტეს უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის გადაცემა.
ეს გადაცემა განხორციელდება იმ პირობით, რომ ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მოლაპარაკებებს მოკავშირეებთან, კერძოდ, შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორთან, რათა მიღოს მსგავსი ან ამალოგიური სისტემა, რომელიც დააკმაყოფილებს ეროვნული საჰაერო სივრცის დაცვის საჭიროებებს», - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუმინეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.