ნატო-ს მომდევნო გენერალური მდივანი სავარაუდოდ მარკ რუტე იქნება. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე თავის კანდიდატურას ხსნის, რითაც გზას უხსნის ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტეს.
რუტეს ანდიდატურას 32-ვე წევრის მხარდაჭერა აქვს.
შეხვედრის დროს რუმინეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მან ნატო-ს მოკავშირეებს გასული კვირის ბოლოს აცნობა, რომ ის მოხსნის თავის კანდიდატურას.
65 წლის იოჰანისმა მარტში განაცხადა, რომ ალიანსის თავმჯდომარის თანამდებობისთვის ბრძოლას აპირებდა. ის ამბობდა, რომ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგს წარმოადგენს, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში მას მხოლოდ უნგრეთი უჭერდა ღიად მხარს.
ალიანსის მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ოქტომბერში ეწურება.
სტოლტენბერგმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე არჩევის დიდი შანსი აქვს.