ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ელოდება ქართული საზოგადოება ქართველი ზელენსკის გამოჩენას, - ამის შესახებ საქართველოსა და უკრაინის გენერალური პროკურორების ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ განაცხადა გადაცემაში „განსხვავებული ადამიანები“.
დავით საყვარელიძეს შეკითხვა დაუსვეს, სად არის ქართველი ზელენსკი.
„ველოდებით. ვერც კი წარმოიდგენთ, თუ როგორ ელოდება ქართული საზოგადოება და ჩვენ ყველა, რომ ასეთი ადამიანი გამოჩნდეს. ვიმედოვნებ, ეს ძალიან მალე მოხდება“, – განაცხადა დავით საყვარელიძემ.