"ქართულმა ოცნებამ" ძალიან კარგად იცის, რომ დასანქცირებულია და ეს სანქციები კიდევ უფრო გაღრმავდება - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა, საბა ბუაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის გუნდი საკუთარი თავისა და ხალხის მოტყუების პოლიტიკით არის დაკავებული.
"ერთადერთი რაც მათ კარგად იციან და გადმოღებული აქვთ კრემლის სახელმძღვანელოდან ეს არის ჰიბრიდული ომი საკუთარ მოსახლეობასთან. "ქართული ოცნება „ედინაია რასიას“ ქართული ფილიალია საქართველოში. მათ თავად ყველაზე კარგად იციან, რა ტიპის ღალატს სჩადიან. კარგად იცის ამ ღალატის მასშტაბები. იცის ისიც რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ამ რუსული სპეცოპერაციის ფონზე შეუძლებელია" - აცხადებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი.