სასიხარულოა ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაშის ჩატარება, მაგრამ იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რისი მიღწევაც გვინდოდა თამაშიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა განაცხადა.
“ჩვენი პირველი თამაში იყო ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც, შევეცადეთ, რომ მიგვეძღვნა ჩვენი გულშემატკივრისთვის. ჩეხეთთან თამაშისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ აღვიდგინოთ ის ძალები, რაც დავხარჯეთ და ის მომენტები, რაც გვქონდა მატჩის დროს, გავაანალიზოთ და უკეთესად დავბრუნდეთ.”
ქოჩორაშვილმა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა/
“ვიცი, რომ ჩვენი გულშემატკივარი ყოველ წამს ჩვენ გვერდით იყო. მესმოდა მათი ხმაც და ასევე მადლობა, ყველა იმ გულშემატკივარს, რომელმაც ვერ მოახერხა ჩამოსვლა და ტელევიზორიდან გვგულშემატკივრობდა.”
დორტმუნდში ევრო 2024-ზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა 1:3 დასრულდა.