საქართველო-თურქეთის თამაში 1:3 დასრულდა. მატჩში გოლი გიორგი მიქაუტაძემ 31-ე წუთზე გაიტანა.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თამაშობს თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადის. მერვედფინალში თამაშის შანსი აქვს ექვსი ჯგუფის ოთხ მესამეადგილოსანს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 22 ივნისს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 26 ივნისს კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიას დაუპირისპირდება.