სვანეთში დაგეგმილ გრანდიოზულ კონცერტზე დასწრების მსურველებს მესტიაში გამგზავრება უფასოდ შეეძლებათ.
უკვე ცნობილია, რომ ზუგდიდიდან მესტიის მიმართულებით უფასოდ ავტობუსები იმოძრავებს, თბილისიდან კი სპეციალური ჩარტერული რეისები შესრულდება.
სვანეთი უკრაინელ ვარსკვლავებს ხვალ, 8 იანვარს უმასპინძლებს. მომღერლები, მოცეკვავეები, მსახიობები და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის ბენდები მესტიაში კიევიდან ჩავლენ.
როგორც თბილისში აცხადებენ, ღია ცის ქვეშ დაგეგმილი გრანდიოზული შოუ-კონცერტი საშობაო ზეიმის გარდა მესტიის ერთგვარი პრეზენტაციაც იქნება, რადგან სწორედ 8 იანვარს გაიხსნება ოფიციალურად სათხილამურო კურორტი.
ტურისტებისთვის იმუშავებს სასტუმროები. კურორტი სვანეთში ჩასულ სტუმრებს ზამთრის სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს.