სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. გენპროკურატურამ რუსი ბიზნესმენის იგორ ვავოვის ბრალდება დაამტკიცა და იგი განსახილველად გაგრის რაიონის სასამართლოს გადასცა. თავად კი ვავოვს აღმკვეთ ღონისძიებად გაუსვლელობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ვავოვს ბრალად ედება რუსეთის მოქალაქეს ანდრეი ჩულანოვისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. გამოძიების ვერსიით, იგი ვავოვს 2009 წლის 8-იდან 10 ივნისამდე ქალაქ გაგრაში მდებარე ბაზა "კონტიგენტის" ტერიტორიაზე უკანონოდ ჰყავდა დატყვევებული.
შეგახსენებთ, რომ ვავოვი აფხაზმა ე. . სამართალდამცავებმა 2009 წლის 1-ელ სექტემბერს დააკავეს. მან ბიზნესსაქმიანობა აფხაზეთში რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ვავოვი აფხაზეთის ე. წ. მოქალაქეა. მის ფირმას სეპარატისტულ აფხაზეთში ყოველდღიური მოხმარების საქონელი შეაქვს. ვავოვის კომპანია ამჟამად დახურულია, მისი საბანკო ანგარიშები კი გაყინული.