ყველანი ამაყები ვართ იმით რომ აქ ვართ და ჩვენი ქვეყნის სახელს წარვადგენთ, დიდ ენერგიას და მხარდაჭერას ვგრძნობთ ჩვენი ხალხისგან და ეს ბევრს ნიშნავს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„როდესაც ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ ყველაზე ბედნიერი და გამორჩეული საღამო იყო, ძალიან ამაყი ვარ იმით რასაც მივაღწიეთ, ამით უზომოდ ბედნიერი ვარ, გამორჩეული დღე იყო. როდესაც შეკრება დავიწყეთ, ვთქვით, რომ ყველა ემოცია უკან უნდა დაგვეტოვებინა და ახალი მიზნები დაგვესახა, აქ ვართ, რადგან გვინდა რომ ახალი გამოწვევები მივიღოთ, დავიმსახურეთ აქ ყოფნა და გვინდა დავამტკიცოთ რა შეგვიძლია. ქვეყანაში საფეხბურთო ენერგია მძვინვარებს, საქართველოში ყველა ფეხბურთზე საუბრობს და იმ მიღწევაზე რაც ერთად შევძელით, გუშინ აქ ქომაგი იყო მოსული, რომელმაც სკუტერით უამრავი კილომეტრი გაიარა და აქ დროშა ჩამოგვიტანა, ეს ძალიან ემოციური იყო, ყველანი ამაყები ვართ იმით რომ აქ ვართ და ჩვენი ქვეყნის სახელს წარვადგენთ, დიდ ენერგიას და მხარდაჭერას ვგრძნობთ ჩვენი ხალხისგან და ეს ბევრს ნიშნავს“, - აღნოშნა გურამ კაშიამ.
ფოტო: ეროვნული ნაკრები