ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფის პირველი შეხვედრა რუმინეთისა და უკრაინის ეროვნული გუნდების მატჩით გაიხსნა.
უკრაინელი ფეხბურთელები ეროვნულ ჰიმნზე ქვეყნის დროშებით წარსდგნენ.
იმის მიუხედავად, რომ უკრაინის ნაკრები ფავორიტად მოიაზრებოდა, შეხვედრა რუმინელების აშკარა უპირატესობით წარიმართა და მათ მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს – 3:0
გოლები ნიკოლაე სტანჩუმ (29 წთ), რაზვან მარინმა (53 წთ), დენის დრაგუსმა (57 წთ) გაიტანეს.
რუმინეთის ნაკრები ამ გამარჯვებით, ჯერჯერობით, ჯგუფის ლიდერია.
უკრაინელები მომდევნო შეხვედრას სლოვაკეთის წინააღმდეგ 21 ივნისს ჩაატარებენ, 22 ივნისს კი რუმინელები ჯგუფის ფავორიტს, ბელგიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.