შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ოფიციალურ გახსნამდე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.
მოლაპარაკებისას განიხილეს საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი და ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად გადასადგმელი ნაბიჯები.
სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს ინფორმაცია მიაწოდა ქართულ ქარტიაზე, რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მოაწერა ხელი.