მიუნხენის "ალიანც არენაზე" ევრო 2024-ისა და A ჯგუფის პირველი მატჩი გაიმართა - მასპინძელი გერმანია შოტლანდიას დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა - 5:1
მე-10 წუთზე იოზუა კიმიხის გადაცემის შემდეგ ევრო 2024-ის პირველი გოლი „ლევერკუზენის“ შემტევმა ნახევარმცველმა, ფლორიან ვირცმა გაიტანა და გერმანიის ნაკრები დააწინაურა. 9 წუთში მისმა თანატოლმა ჯამალ მუსიალამ გაიტანა გოლი
44′-ეწუთზე შოტლანდიის ნაკრებისა და „უოტფორდის“ ცენტრალურმა მცველმა, რაიან პორტეუსმა საკუთარ საჯარიმოში ილქაი გიუნდოგანი წააქცია. შეხვედრის ფრანგმა არბიტრმა, კლემან ტურპენმა შოტლანდიელი მოედნიდან გააძევა და შოტლანდილთა კარშიპენალტი დანიშნა, რომელიც ჰავერცმა წარმატებით შეასრულა. გერმანიამ პირველი ტაიმი 3:0 მოიგო.
68-ე წუთზე მოედანზე კაი ჰავერცის ნაცვლად შესულმა „დორტმუნდის“ თავდამსხმელმა, ნიკლას ფიულკრუგმა გერმანიის ეროვნული გუნდის უპირატესობა ოთხამდე გაზარდა.
87-ეწუთზე გერმანიის ნაკრების მცველმა, ანტონიო რუდიგერმა ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.
90+2′ წუთი. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში „დორტმუნდის“ ნახევარმცველმა, ემრე ჯანმა დააფიქსირა – 5:1.
გერმანიამ ევროს მატჩი პირველად მოიგო 4-გოლიანი სხვაობით.
პირველი ტურის შემდეგ გერმანიის ნაკრებს 3 ქულა აქვს. A ჯგუფის მეორე შეხვედრაში უნგრეთის ეროვნული გუნდი შვეიცარიას შეხვდება.