ასეთი განცდა მაქვს, რომ პრეზიდენტი და მასთან ერთად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ლოცულობს იმაზე, რომ იქნებ წარუმატებელი იყოს ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ვოლსკი გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხად. ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილის „პოზიტივი არ უნდა“.
„სპორტისა და კულტურის თემებში ძალიან სერიოზული წინსვლა მოხდა, იმდენად რომ მსოფლიოში ქუხს საქართველოს სახელი - გინდა რაგბი აიღეთ, გინდ ნიჩბოსნობა. რამდენი მიმართულებით ვართ პრიზიორები და რამდენჯერ გაჟღერდა უკვე ქართლი ჰიმნი. ეს ყველაფერი ამ პერიოდში ხდება და ეს იწვევს ისტერიკას ამ გუნდში და ამის ისტერიკაში ჩართულია პრეზიდენტიც.
წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობა, ხელის კანკალით უნდა მოაწეროს ხელი იმ დოკუმენტს, რომელიც შეუტანა იმ მთავრობამ, რომელსაც ყველა მეთოდით ებრძვის. თუ წარმატებული არ იქნება საქართველო - გინდ სპორტში, გინდ ფეხბურთში, სადაც გინდათ, ეს გამარჯვების სერიოზული ყიჟინის წინაპირობა იქნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება.
მანამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების ინიციატივას, რომლითაც პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს, სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე არ გამოხმაურებია.