სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი წერს, რომ ცხვირზე ოპერაცია ჩაუტარდება.
მისი თქმით, სახლთან დახვდნენ, წააქციეს და ურტყეს.
"სახლთან დამხვდნენ, უკნიდან წამაქციეს, მირტყეს და გაიქცნენ.
შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე, კიდე რაღაც პატარა ძვალი არი გატეხილი, მაგრამ არც საოპერაციოა და არც საშიში. სხვა ყველაფერი შევამოწმეთ და არაფერი მჭირს.
ახლა ერთადერთი რამ მაინტერესებს, მოგვაპოვებინებენ თუ არა კადრებს კამერებიდან, რომელზეც პოლიცია უკვე ფეხს ითრევს.
ასევე, აქედანვე ხელს დავუქნევ შალვა საწყალ პაპუასას
ცხადია დღეს ამ ქვეყანაში რეჟიმის პატიმრები ყველაზე თავისუფლები არიან, რეჟიმის გალახულები კი ყველაზე ჯანმრთელები. ჩემთვის პატივია" , - წერს ზუკა ბერძენიშვილი.
სამოქალაქო აქტივისტზე დღეს დილით მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.