ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გმობს ისრაელის თავდასხმას ღაზის სექტორში ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკზე.
ამის შეასხებ ბორელი Х-ზე წერს.
ბორელი აღნიშნავს, რომ ღაზიდან მიღებული ცნობები "მორიგი მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის შესახებ საშინელია".
"ჩვენ ვგმობთ ამას ყველაზე მკაცრად. ხოცვა-ჟლეტა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს", - წერს ის.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სამეტაპიანი გეგმა არის გზა გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტისა და მკვლელობების დასასრულისკენ.
“ჰამასის” განცხადებით, ისრაელის მიერ მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს ნუსეირათის ბანაკში დაიღუპა სულ მცირე 210 პალესტინელი, 400 კი დაშავდა