მესმის, თქვენთვის სკამი და სკამის წყარო, ივანიშვილი საქართველოზე და ქართველ ხალხზე მეტია, მაგრამ ახლა ნამდვილად არის დრო იფიქროთ მომავალზე, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ "ქართული ოცნების" წევრების მისამართით განაცხადა.
„ვკითხულობ „ქართული ოცნების“ განცხადებებს და კიდევ ვერ ხვდებიან საკუთარი თავი და ქვეყანა რა მასშტაბის მავნებლობაში ჩააგდეს. ვიდრე ამ სულელურ განცხადებებს გააკეთებთ, ის მაინც იკითხეთ, სად ან ვინ არიან ის პოლიტიკური ლიდერები ან მთავრობები, ვინც ამერიკას ამ ფორმით დაუპირისპირდა.
ან რა სუვერენიტეტს იცავთ თავისუფლების ფლაგმანი ქვეყნისგან, ამერიკისგან, ან რა ურთიერთობის გადახედვას აპირებთ ამერიკასთან რომელიც არის ერთიანი, სუვერენული საქართველოს მხარდამჭერი და დამცველი? ან ვის ატყუებთ, რომ თქვენ კანონის მიღების და პოლიციელები წესრიგის დაცვისთვის დაგასანქცირეს?
მართლა მაინტერესებს, რას ეუბნებით თქვენს შვილებს, რომ 20-25 ათასი კილომეტრით დაშორებული ამერიკისგან იცავთ საქართველოს, როცა რუსეთის ყოველდღიურ ბორდერიზაციაზე და მკვლელობებზე ხმა არ ამოგიღიათ არასდროს?
თქვენ იმ მასშტაბის შარს გადაგყარათ ივანიშვილმა, რომ ის დროა ამისთვის მის მიერ წინასწარ დაპირებული კომპენსაციები აიღოთ და გაერიდოთ ივანიშვილსაც და ღალატის გზაზე დამდგარ თქვენს პარტიასაც.
მე მესმის, თქვენთვის სკამი და სკამის წყარო, ივანიშვილი საქართველოზე და ქართველ ხალხზე მეტია მაგრამ ახლა ნამდვილად არის დრო იფიქროთ მომავალზე.
საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. თქვენ კი შეეცადეთ ოპოზიციაში ყოფნის მორალური უფლება მაინც დაიტოვოთ ამ ქვეყანაში,” - განაცხადა მანჯგალაძემ.