სანქციებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გამოვხატე ჩემი პოზიცია და აზრი ნამდვილად არ შემიცვლია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, სანქციების გამოცხადებამ ოპოზიციას ორი დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე.
„სანქციებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გამოვხატე ჩემი პოზიცია და აზრი ნამდვილად არ შემიცვლია. თუმცა, ამ ყველაფერში რაიმე „პოზიტიური“ თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას ორი დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე, ხოლო ვის და რატომ სჭირდება ქართველი ხალხის მიერ უარყოფილი ოპოზიციის გაცოცხლება, ამ კითხვაზე პასუხი, მგონი, უკრაინის ომის შემდეგ ნათელი გახდა… მეამაყება, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას!“, – წერს წილოსანი.