გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არ დასტურდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მინისტრი თბილისშია და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კობა სუბელიანის შემცვლელად სოსო ქარჩიშვილი დაინიშნება.
კობა სუბელიანი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად 2007 წლის ნოემბერიდან დაინიშნა.
2008 წლის აპრილში გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი.
2008 წლის ნოემბერიდან კი კვლავ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად დაინიშნა.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.