შალვა პაპუაშვილმა უარი მითხრა საპატიმრო დაწესებულებაში მომენახულებინა პროტესტის დროს დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი, - ამის შესახბ წერს ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე.
„შალვა პაპუაშვილმა უარი მითხრა დეპუტატის უფლებამოსილების ფარგლებში საპატიმრო დაწესებულებაში მომენახულებინა პროტესტის დროს დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი, რომელსაც ემუქრება 6 წლამდე პატიმრობა და ციხეშიც ცუდ პირობებში იყო. ამაზე წერდა ნანუკაც და საუბრობდა მედია“, - წერს ხატია დეკანოიძე.
ოკრიბელაშვილი პარლამენტთან, ანტირუსული აქციის დროს დააკავეს. შსს მას რკინის ჯებირის დაზიანებას ედავება და 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.