გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა ხარკოვსა და ხარკოვის ოლქის სოფელ მალაია დანილოვკაზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, ხარკოვზე დარტყმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, გაჩნდა ხანძარი.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეჰ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ „იყო სარაკეტო თავდასხმა ორ ლოკაციაზე და დარტყმა განხორციელდა ორსართულიანი ადმინისტრაციულ შენობაზე.
ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, ქალაქის ერთ-ერთი რაიონში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები განხორციელდა.
სინეგუბოვის თქმით, სოფელ მალაია დანილოვკაში რაკეტები დაეცა საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, რის შედეგადაც საცხენოსნო კლუბის შენობა დაინგრა, ხოლო საერთო საცხოვრებლის შენობა ნაწილობრივ განადგურდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
რუს სამხედროებს ხარკოვზე ბოლო თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ხარკოვის რეგიონში S-300/S-400-ის ტიპის მართვადი რვა საზენიტო რაკეტა იქნა გაშვებული.