ვაშინგტონის სამიტში პარტნიორების მონაწილეობა ჯერ კიდევ განხილვის საგანია, მაგრამ ვფიქრობ, არსებობს ძლიერი სურვილი, მოიძებნოს გზა, რომ ნატო-ს ყველა პარტნიორი იყოს წარმოდგენილი, - ამის შესახებ ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩის ჯულიან სმიტმა განაცხადა.
სმიტმა უპასუხა პრესკონფერენციაზე უპასუხა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას: „ვაშინგტონის სამიტზე თუ ელოდებით საქართველოს და რა იქნება ნატო-ს გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი ამ სამიტზე?“
„უპირველეს ყოვლისა, მე ჯერ ვერ გავაკეთებ კომენტარს ჩვენი პარტნიორების სამიტში მონაწილეობის თაობაზე. ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია, მაგრამ ვფიქრობ, არსებობს ძლიერი სურვილი, რათა მოიძებნოს გზა, რომ ნატო-ს ყველა პარტნიორი, ასე თუ ისე, იყოს წარმოდგენილი ვაშინგტონის სამიტზე. ასე რომ, დაელოდეთ ახალ ამბებს, ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა წინადადებას, იმედია, უახლოეს დღეებსა და კვირებში მეტი გვექნება სათქმელი“, – აღნიშნა ჯულიან სმიტმა.