დღეს, 6 იანვარს, 12:00 საათზე, საიას საკონფერენციო დარბაზში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები 3 იანვარს ვეტერანთა აქციის დარბევის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გაავრცელებენ.
განცხადებას უერთდებიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
ფონდი - ღია საზოგადოება საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ადამიანის უფლებათა ცნეტრი; საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; მრავალეროვანი საქართველო; მედია კლუბი; სტუდია მონიტორი; ჟურნალი ლიბერალი.