"ქართულმა ოცნებამ" კიდევ უფრო დააშორა ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას - ჩვენ ამას გავითვალისწინებთ", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკეტრმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
ამ განცხადებებიდან ფრაგმენტებს ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე ავრცელებს.
"აშშ გმობს ამ ქმედებას. ამ კანონის მიღებით "ქართული ოცნების" პარტიამ ქვეყანა კიდევ უფრო დააშორა ევროინტეგრაციის გზას და უგულებელყო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები...
"ქართულმა ოცნებამ" უგულებელყო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასება და საქართველოს უახლოესი პარტნიორების შეფასება, რომლებმაც მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი შეშფოთება, რომ კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის და შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს...
მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას და ასევე საფრთხეში აყენებს აშშ-საქართველოს ურთიერთობას.
"გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა, რომ ყველას, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუციებს, ისევე როგორც მათ ოჯახის წევრებს, შეიძლება დაუწესდეთ სავიზო შეზღუდვები, რომელიც გამორიცხავს შეერთებულ შტატებში გამგზავრებას.
შეერთებულმა შტატებმა ასევე დაიწყო აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა.
"როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გასულ კვირას თქვა, ჩვენ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს..
"აშშ აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი დემოკრატიული და დასავლური მომავლისთვის მუშაობენ".
"სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ, რომ უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საჭიროა საქართველოს დასავლური წინსვლისკენ, იმ მიმართულებით, რაც მის ხალხს სურს".