ხვალ, 6 იანვარს, 13:00 საათზე, "კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის" ოფისში, ინტერნეტტელევიზია ITV-ის პრესკლუბში, გაიმართება ქართული დიასპორისთვის შექმნილი მასშტაბური პროექტის პრეზენტაცია.
ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან დიასპორის საკითხებში მინისტრი პაპუნა დავითაია, მომღერალი თამარ ივერი, გერმანიაში მცხოვრები რეჟისორი ლაშა ონიანი, ამერიკაში მცხოვრები ბიზნესმენი ლაშა დარბაიძე და სპორტსმენი რაულ ხელაია.