ხვალ, 6 იანვარს, 14:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ახალი ეროვნული მოძრაობა "სამშობლოს" ლიდერები გამართავენ საგანგებო ბრიფინგს. მათი ინფორმაციით, ბრიფინგი "1992 წლის 6 იანვარს განხორციელებულ სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით" ტარდება.
აქვე, ღია ცის ქვეშ, მოეწყობა ამ თარიღისადმი მიძღვნილი გამოფენა.
ბრიფინგზე გაკეთდება განცხადება საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და დეპუტატებისადმი.