8 იანვარს, 16:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" გაიხსნება ახალგაზრდა მხატვრების: ნატო გრიგალაშვილის, მიხეილ კოკოჩაშვილისა და გვანცა ლობჟანიძის კიდევ ერთი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომელიც მიზნად ისახავს ყრუ-მუნჯი ბავშვების დახმარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას.
სამივე მხატვარს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ გამოფენაში.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ კოკოჩაშვილი არის ყრუ-მუნჯი. პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა 203-ე საჯარო სკოლაში (ყოფილი ყრუ-მუნჯთა პანსიონი). მას 2010 წელს კულტურის სამინისტროს მიერ გადაეცა საპატიო სიგელი ბავშვთა განათლებასა და აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
გამოფენა 2 დღეს გასტანს.