პარტია "მოქალაქეები" საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ "ქართულ ქარტიას" უერთდება. ინფორმაცის ალეკო ელისაშვილი ავრცელებს.
"ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ინსტიტუციური და დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ძირეული რეფორმების განხორციელება. შესაბამისად, პარტია "მოქალაქეები“ ვიზიარებთ და ვუერთდებით პრეზიდენტის ინიცირებულ სამოქმედო გეგმას – "ქართულ ქარტიას", – აცხადებს ელისაშვილი.
26 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ირგვლივაც პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმებას სთავაზობს.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილმა უკვე დაადასტურა, რომ შეუერთდებიან "ქართული ქარტიას".