ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მინისტრები საქართველოში არსებულ სიტუაციას შეაფასებენ და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელის თქმით, აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის.
ჯოზეფ ბორელის თქმით, ეს არის მინისტრების დონეზე საქართველოში არსებული ვითარების პირველადი შეფასება.
„აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ. საქართველოს შესახებ საკითხი არის დღის წესრიგში. ეს არის მინისტრების დონეზე საქართველოში არსებული ვითარების პირველადი შეფასება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.