`თელასი" მოხუცთა თავშესაფარ `კათარზისს" შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ახალ წელს ულოცავს.
სათნოების სახლის მიერ ორგანიზებული `სუპერ ბებიისა და სუპერ ბაბუის" კონკურსისთვის კომპანიამ ფულადი ჯილდოები დააწესა.
კონკურსში გამარჯვებულები 300 ლარით დაჯილდოვდნენ, ხოლო ყველა დანარჩენი მონაწილე - 50 ლარით. საახალწლო ნობათი "თელასისგან" კონკურსის ყველა მონაწილემ მიიღო.
`სუპერ ბებიისა და სუპერ ბაბუის" კონკურსში, 70 წელს გადაცილებული 25 მოხუცი მონაწილეობდა.
ტრადიციულად ჟიურის ხელმძღვანელობდა კომპანია "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფრისი ვალერი ფანცულაია.
სათნოების სახლ `კათარზისს" `თელასი" 2005 წლიდან მფარვებლობს. საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში "თელასი" მოხუცთა თავშესაფარს ზამთრის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს უფარავს და მიუსაფარ მოხუცებს პროდუქტით უზრუნველყოფს.
დახმარების ტრადიციული პროგრამის გარდა კომპანია სათნოების სახლს საჭირო ინვენტარითაც სისტემატურად ეხმარება.