ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ დადებითად 5 პატიმრის საქმე გადაწყვიტა.
კომისიის წლის პირველი სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. კომისიის თავმჯდომარის გიორგი მაკასარაშვილის განცხადებით, პატიმრები საპყრობილეებს ორი დღის ვადაში დატოვებენ.
"ყველა იმ პატიმრის საქმეზე, რომელთა გათავისუფლების თაობაზეც დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ, სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეციალურმა საბჭოებმა იმსჯელეს, თუმცა ზეპირი მოსმენით მათი ვადაზე ადრე გათავისუფლება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს", - განმარტა მაკასარაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ვადაზე ადრე სულ 55 პატიმარი გათავისუფლდა, მათ შორის 6 ქალია და 4 კი არასრულწლოვანი.