დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ აღმაშენებლის გამზირის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა.
თბილისის მთავრობის ხელმძღვანელი ამჯერად "ვარდების ბაღს" (ყოფილი არტოს ბაღი) სტუმრობდა. აღსანიშნავია, რომ ბაღში აღდგა ძველი საკონცერტო დარბაზის შენობა, დაიდგა სხვადასხვა სახის ატრაქციონი. ამჯამად კი მისი განაშენიანება მიმდინარეობს. გარდა ამისა, დაგეგმილია იქ ღია კინოთეატრის და კაფე-ბარების მშენებლობა.
შეგახსენებთ, რომ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია ერთი წლის წინ დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შემდეგ გამზირი, როგორც დედაქალაქის მერი აცხადებს, როგორც აქტიური სავაჭრო, ისე დიდი კულტურული პოტენციალის მქონე ქუჩა გახდება.