სისტემა რღვევას იწყებს, - "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა გენერალური პროკურორის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, ყოფილი გენპროკურორი ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი იყო, რომელსაც ბევრი ინფორმაცია და გავლენები აქვს:
„ირაკლი შოთაძის გადადგომა ნამდვილად არის დასტური იმისა, რომ ოლიგარქის გუნდი და ეს სისტემა იწყებს რღვევას შოთაძე კულუარული, თუმცა ძალიან გავლენიანი და ძალიან კარგად ინფორმირებული ფიგურა იყო ივანიშვილის კარზე. შესაბამისად, მისი გაქცევა ნიშნავს იმას, რომ დიახ, ჩაძირული გემიდან, უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადაწყვეტს გაიქცეს,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ირაკლი შოთაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო მიიღო.