რუსულმა ავიაკომპანია "სიბირ"-მა (S7 Airlines) რუსეთის საავიაციო ხელისუფლებისგან მიიღო უფლება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის პირდაპირი ჩარტერული ავიამიმოსვლის გაგრძელების შესახებ 2011 წლის მარტის ბოლომდე. ეს განცხადება ავიაკომპანიის თბილისის წარმომადგენელმა პაატა ყამარაულმა გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ავიამიმოსვლის შესახებ ადრე გაცემულ ნებართვას ვადა იანვარში გაუვიდა.
ავიაკომპანია "სიბირ"-მა ჩარტერული რეისების თბილისი-მოსკოვის შესრულება 23 აგვისტოდან დაიწყო. დღეისათვის რეისი კვირაში ოთხჯერ ხორციელდება თვითმფრინავით "Airbus A319".
პირდაპირი რეისები რუსეთსა და საქართველოს შორის 2006 წელს შეწყდა, შემდეგ კვლავ განახლდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კი კვლავ გაუქმდა.
გარდა ავიაკომპანია "სიბირი"-სა ქვეყნებს შორის პირდაპირ ჩარტერულ რეისებს ასევე ასრულებს ქართული ავიაკომპანია "Airzena Georgia Airlines".