ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნორვეგია აღიარებს პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ეს აღიარება ძალაში 28 მაისს შევა.
ნორვეგია გახდა გაეროს 144-ე ქვეყანა, რომელმაც აღიარა პალესტინა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პალესტინას ფუნდამენტური უფლება აქვს იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და აღიარების გარეშე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამკვიდრება ვერ მოხდება.
პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ასევე გეგმავს ესპანეთი და ირლანდია.