ირლანდიის მთავრობამ ოთხშაბათს, შესაძლოა, პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ განაცხადოს, რასაც ისრაელი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. იუწყება Reuters
ევროკავშირის წევრებმა ირლანდიამ, ესპანეთმა, სლოვენიამ და მალტამ ბოლო კვირებში განაცხადეს, რომ ისინი აპირებენ აღიარებას, შესაძლო კოორდინირებული განცხადების სახით დაამტკიცებენ, რომ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა აუცილებელია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისთვის.
მათი ძლისხმევა გაძლიერდა ღაზაში დაღუპულთა რაოდენობის ზრდისა და მთელ მსოფლიოში ცეცხლის შეწყვეტისა და რეგიონში მშვიდობის გრძელვადიანი გადაწყვეტის შესახებ მოწოდებების ფონზე.
1988 წლიდან პალესტინის სახელმწიფოებრიობა გაერო-ს წევრი193 ქვეყნიდან 139-მა აღიარა.
ირლანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ აღიარება სამშვიდობო ძალისხმევას გააძლიერებს და მხარს დაუჭერს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტას.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ აღიარება „გამოიწვევს ტერორიზმის გაზრდას, რეგიონში არასტაბილურობას და საფრთხეს შეუქმნის მშვიდობის ნებისმიერ პერსპექტივას“.