სხდომის დაწყებისას პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ქართველ ხალხს ახალი წელი კიდევ ერთხელ მოულოცა და მათ წარმატებები უსურვა. ამასთან ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელმა 2010 წლის შედეგები კიდევ ერთხელ შეაჯამა და 2011 წლის პრიორიტეტებზეც ისაუბრა.
"განათლება, ჯანდაცვის სექტორი და ახალი ეკონომიკური კურსი - 2010 წლის მსგავსად წელსაც მთავრობა სწორედ ამ სფეროებზე იქნება ფოკუსირებული" - განმარტა გილაურმა.
მთავრობის სხდომა რამდნეიმე წუთის წინ დაიწყო. მინისტრთა კაბინეტს 20 საკითხი აქვს განსახილველი.