„ძალიან მკაფიოა შეთავაზება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, უფრო მეტიც მე ვფიქრობ, რომ ამასთან ერთად არის სამუშაო პროცესი, სადაც ჩვენ შეგვიძლია, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე, ვინც არალეგალურად იმოფება ამერიკაში, მათი ლეგალიზება მოხდეს და ბოლომდე ყველა ეს სიკეთ მიიღოს საქართველომ“ - ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა
ვაშაძის თქმით იმისათვის, რომ ის ყველა სიკეთე, რასაც აშშ-ის პაკეტი ითვალისწინებს საქართველომ მიიღოს, აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება და საქართველოს ევროპულ კურსზე დაბრუნება
,,მართლაც უპრეცედენტო შეთავაზებაა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა, მეორე მხრივ ეკონომიკური მხარდაჭერა, რაც ნიშნავს მილიარდობით ინვესტიციას საქართველოში, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, სამუშაო ადგილების შექმნა და სწორედ ეს არის შედეგი, იმ ასობით-ათასი ქართველის ქუჩაში გამოსვლის და მშვიდობიანი პროტესტის. იმ ახალგაზრდების ბრძოლის რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს, რაც მთავარია იმისთვის რომ ეს მოვიდეს მოქმედებაში აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება.
იმისათვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს დასავლური განვითარების კურსს, რომ არ იყოს ადგილი რუსული კანონების, რუსული რეჟიმების, ანტიმედასვლეთეების, ანტიქართველების და სწორედ იმ ხალხის, ვინც ქუჩაში დგას ღირსეულად მათი წარმომადგენლები მართვადნენ ქვეყანას. ძალიან მკაფიოა შეთავაზება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, უფრო მეტიც მე ვფიქრობ, რომ ამასთან ერთად არის სამუშაო პროცესი, სადაც ჩვენ შეგვიძლია, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე, ვინც არალეგალურად იმოფება ამერიკაში, მათი ლეგალიზება მოხდეს და ბოლომდე ყველა ეს სიკეთ მიიღოს საქართველომ.
ჩვენ მანამდე ამერიკაში ვიზიტის დროს არაერთხელ ვსაუბრობდით ამ შესაძლებლობებზე ახლა უკვე ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბრობენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები. მე მაინტერესებს რა პასუხს გასცემს ამ ყველაფერს ,,ქართული ოცნების’’ დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში არიან, ისევ რუსული კანონის მიღებას აპირებენ?! ისევ აპირებენ, რომ საქართველო ააცდინონ დასავლური განვითარების გზას და ეს საოცარი პერსოექტივა ჩაუხშონ და მოუკლან საქართველოს?! მე ვფიქრობ, დღესავით ნათელია აბსოლუტურად ყველაფერი - საერთო ევროპული კონსოლიდაცია, არჩევნების მექანიზმით ხელისუფლების ცვლილება, დემოკრატიული პროდასავლური ძალების კოალიციურად ხელისუფლებაში მოსვლა, იმ ადამიანების წარმომადგენლების, რომლებიც დღეს ქუჩაში არიან და მშვიდობიან პროტესტს აგრძელებენ და რაც მთავარია უამრავი სიკეთე რასაც ჩვენ მივიღებთ.
მეგობრებო, ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტი, რომელზეც არის საუბარი ნიშნავს - ამერიკულ კომპანიებს საქართველოში, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან რას ნიშნავს ეს თქვენ ყველას კარგად გესმით, ჩვენი თანამემამულეების, რომლებიც სამწუხაროდ ასობით-ათასი არიან უცხოეთში მათი ლეგალიზება, რას ნიშნავს ამერიკაში ძალიან კარგად გესმით - ეს არის პერსპექტივა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ამასთან ერთად ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და ფაქტობრივად დიდი განვითარების ნახტომი შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობისკენ, საქართველოს გაერთიანებისკენ, ძლიერი ერთიანი საქართველოსკენ, რომელიც ყველას ასე ძალიან გვინდა’’,- განაცხადა ვაშაძემ