აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელის ძალების ქმედებები ღაზის სექტორში გენოციდი არ არის და უარყო პროპალესტინელი მომიტინგეების კრიტიკა. იუწყება Reuters
„ის, რაც ღაზაში ხდება, გენოციდი არ არის, ჩვენ უარვყოფთ ამას.
ჩვენ ვდგავართ ისრაელთან ერთად სინვარის {ჰამასის ლიდერი} და ჰამასის დანარჩენი ჯალათების წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა, რომ ჰამასი დამარცხდეს. ჩვენ ვმუშაობთ ისრაელთან, რათა ეს მოხდეს“, - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენმა თეთრ სახლში ამერიკაში ებრაული მემკვიდრეობის თვის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ისრაელს 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის მსხვერპლად მიიჩნევს, რომელმაც 1200 ადამიანი მოკლა და ასობით მძევალი აიყვანა.
მისი თქმით, შეერთებული შტატების მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისთვის "რკინისებურია.
ბაიდენმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს ძალისხმევას „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად: ”ჩვენ მათ სახლებში დავაბრუნებთ, სახლებში დავაბრუნებთ, რაც არ უნდა მოხდეს," - თქვა ბაიდენმა.
ამასთან, ბაიდენმა უარყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტსი დაპატიმრების ორდერის გაცემის მოთხოვნაზე.