ისეთ ლექსებზე ვართ გაზრდილი, სადაც წერია, რომ ჩემს ქვეყანასო სხვის სამოთხეზე არ გავცვლიო, არამცთუ სანქციაზე. აი, ეს არის ჩემი პასუხი, - ამის შესახევ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მან მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა.
"მე არ ვიცი რამდენი წლის ბრძანდებით თქვენ, მაგრამ ჩვენ და ის დეპუტატები, ვინც პარლამენტში ბრძანდებიან, საპარლამენტო უმრავლესობის, ისეთ ლექსებზე ვართ გაზრდილი, სადაც წერია, რომ ჩემს ქვეყანასო სხვის სამოთხეზე არ გავცვლიო, არამცთუ სანქციაზე. აი, ეს არის ჩემი პასუხი”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.