"ჩვენ [მთავრობა] ვფლობთ მაქსიმალურ ინფორმაციას, პროცენტებში არ შემიფასებია" – კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი პასუხობს BM.ge-ის კითხვას გლობალურ ომის პარტიასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტის შეკითხვა:
- პრემიერმა თქვა, რომ ეს ძალიან სახიფათო საკითხია და გლობალური ომის პარტიის შესახებ თქვენ გეუბნებით დაახლოებით 20%-ს, ხოლო ბატონ ო’ბრაიენს გავუზიარეთ ინფორმაციის დაახლოებით 30%, თავად მთავრობა გლობალური ომის პარტიის შესახებ ინფორმაციის რამდენ პროცენტს ფლობთ?
- ჩვენ ვფლობთ მაქსიმალურ ინფორმაციას, პროცენტებში არ შემიფასებია, მაქსიმალურ ინფორმაციას.
- ვინ შედიან გლობალური ომის პარტიაში?
- ამაზეც გიპასუხეთ, ამაზე ღიად საუბარს მე არ ვაპირებ და არც ისინი აპირებენ, ვინც ჩემზე საუბრობს. თქვენ ჩემზე კარგად იცით ვინ შეიძლება ეს იყოს.
თეა წულუკიანმა ჟურნალისტის კითხვაზე - სად გაჩნდა მასონების შესახებ ვერსიები, უპასუხა, რომ მარიამ ლაშხისთვის არ მოუსმენია და არ იცის რა შუაში არიან მასონები.